Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალი ადასტურებს არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის თბილისისთვის გადაცემის განზრახვას


ოსური საინფორმაციო სააგენტო „რესი“ დე ფაქტო ხელისუფლების გენერალურ პროკურატურაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ცხინვალი დღეს გადასცემს არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს საქართველოს ხელისუფლებას. თბილისი ცხინვალისგან მიიღებს აგრეთვე რუსეთის ფედერაციაში ჩატარებული ექსპერტიზის შედეგებსაც. არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ცხინვალის საავადმყოფოში „წითელ ჯვარს“ გადაეცემა. ცხინვალი საქართველოს ხელისუფლებას გადასცემს აგრეთვე სატრანსპორტო საშუალებას, რომლითაც არჩილ ტატუნაშვილი თავის დროზე ოკუპირებულ ტერიტორიაზე შევიდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG