Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქსენია სობჩაკმა პუტინს გადასცა პოლიტპატიმრებად მიჩნეული 16 ადამიანის სია


რუსეთის პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა, ტელეწამყვანმა ქსენია სობჩაკმა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს გადასცა იმ 16 ადამიანის სია, რომლებიც სობჩაკს პოლიტპატიმრებად მიაჩნია. ლატვიაში დაფუძნებულ რუსულენოვან გამოცემა „მედუზის“ ცნობით, ამის შესახებ იუწყება სობჩაკთან დაახლოებული პირი, მარინა ლიტვინოვიჩი. სიაში შესულებს შორის არიან ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის ძმა ოლეგ ნავალნი, ტერორიზმის ბრალდებით გასამართლებული უკრაინელი აქტივისტები ოლეგ სენცოვი და ალექსანდრ კოლჩენკო, ტომსკელი ბლოგერი ვადიმ ტიუმენცევი და ნავთობკომპანია „იუკოსის“ ყოფილი თანამშრომელი ალექსეი პიჩუგინი, რომელსაც მკვლელობის ბრალდებით სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი. ლიტვინოვიჩის განცხადებით, პრეზიდენტი პუტინი ქსენია სობჩაკს დაჰპირდა, რომ ყურადღებას დაუთმობს ამ სიას. ლიტვინოვიჩის განმარატებით, პუტინთან სობჩაკის შეხვედრისას მთავარი იყო სწორედ პოლიტპატიმრების გათავისუფლების თხოვნით მიმართვა. რუსეთის პრეზიდენტობის კიდევ ერთმა კანდიდატმა, ბორის ტიტოვმა კი პუტინს გადასცა სია ბიზნესმენებისა, რომლებიც ლონდონში იმყოფებიან, რათა თავი აარიდონ რუსეთში სამართლებრივ დევნას, მაგრამ, ტიტოვის ინფორმაციით, სამშობლოში დაბრუნება სურთ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG