Accessibility links

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ არჩევნებში გამარჯვება მიულოცა ვლადიმირ პუტინს


აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ არჩევნებში გამარჯვება მიულოცა რუს კოლეგა ვლადიმირ პუტინს. ტრამპის თქმით, მას სურს „არც თუ შორეულ მომავალში“ შეხვდეს პუტინს გამალებულ შეიარაღებაზე, უკრაინაზე, სირიასა და ჩრდილოეთ კორეაზე სასაუბროდ. ტრამპის განცხადებაზე ეს ცნობა ცოტა ხანში მოჰყვა თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ აშშ-ის პრეზიდენტი 20 მარტს, ანუ რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნებიდან ორ დღეში ტელეფონით ესაუბრა პუტინს. თუმცა, ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს არ მოუყვანიათ საუბრის დეტალები მაშინ, როცა კრემლმა გამოაცხადა, რომ ტრამპმა პუტინს მიულოცა პრეზიდენტად მორიგი ვადით არჩევა. პუტინმა, რომელიც 1999 წლიდან მოყოლებული რუსეთის ხან პრემიერ-მინისტრია, ხან კი პრეზიდენტი, ხმების 76%-ზე მეტი მოიპოვა არჩევნებში, რომელთაც საერთაშორისო დამკვირვებლები აკრიტიკებენ კენჭისყრის გაყალბების შემთხვევების, აგრეთვე ელექტორატისათვის „რეალური არჩევანის“ არარსებობის გამო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG