Accessibility links

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა ბელორუსიის პრეზიდენტი


ალექსანდრ ლუკაშენკო და გიორგი მარგველაშვილი

22 მარტს საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა ბელორუსიის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო. საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში 15 საათზე გაიმართება ალექსანდრ ლუკაშენკოს და ბელორუსიის სამთავრობო დელეგაციის დახვედრის ოფიციალური ცერემონია. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრისას ალექსანდრ ლუკაშენკო და გიორგი მარგველაშვილი განიხილავენ ორი ქვეყნის პოლიტიკური თანამშრომლობის საკითხებს, საერთაშორისო ორგანიზაციებში მრავალმხრივი ურთიერთობების განვითარების მიმართულებებს და მსოფლიოსა და რეგიონში არსებულ ვითარებას. დღის წესრიგშია სავაჭრო და ეკონომიკური პარტნიორობის, ერთობლივი საწარმოების ჩამოყალიბების, მეცნიერების, განათლების და მედიცინის სფეროებში თანამშრომლობის და სატრანსპორტო, ლოგისტიკური და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების საკითხები. 23 მარტს, პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო შეხვდება პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG