Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელი კონგრესმენები შეთანხმდნენ 2018 წლის ბიუჯეტზე


აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელმა და დემოკრატმა ლიდერებმა მიაღწიეს შეთანხმებას 2018 წლის ბიუჯეტზე. რამდენიმე კვირიანი კონსულტაციის შედეგად, 21 მარტს წარმოდგენილი კანონპროექტით, აშშ-ის ბიუჯეტი 1,3 ტრილიონი დოლარით განისაზღვრა. სამხედრო და თავდაცვის ხარჯი 700 მილიარდი დოლარია, რაც ბოლო 15 წლის განმავლობაში ამ სფეროსთვის გამოყოფილი ყველაზე დიდი თანხაა. კონგრესის წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი სპიკერის, პოლ რაიანის შეფასებით, ამერიკელი სამხედროებისთვის ახალი ერა იწყება. დემოკრატი კონგრესმენის, ჩარლზ შუმერის განცხადებით, 2018 წლის ბიუჯეტი შეესაბამება დემოკრატიული პარტიის პრიორიტეტებს. აშშ-ის ბიუჯეტის ხარჯებს შორისაა მექსიკასთან საზღვარზე კედლის მშენებლობის და არჩევნებით მანიპულირების საწინააღმდეგო ზომების დაფინანსება. აშშ-ის ბიუჯეტი ითვალისწინებს საქართველოს მხარდაჭერას 105 325 000 დოლარით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG