Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის პრეზიდენტმა შეცვალა მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში


ჯონ ბოლტონი
ჯონ ბოლტონი

პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლად დანიშნა გაეროში აშშ-ის ყოფილი მუდმივი წარმომადგენელი, ჯონ ბოლტონი. ის მოვალეობის შესრულებას 9 აპრილიდან შეუდგება. ჯონ ბოლტონი შეცვლის გენერალ ჰერბერტ მაკმასტერს, რომელიც პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობას იკავებდა 2017 წლის თებერვლიდან. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გენერალ მაკმასტერს საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ის ყოველთვის დარჩება მის მეგობრად. ამერიკული პრესით ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია გენერალ მაკმასტერის შესაძლო გადადგომის შესახებ. თებერვალში, როცა სპეციალურმა პროკურორმა, რობერტ მიულერმა აშშ-ის საარჩევნო პროცესში ჩარევის ბრალდება წარუდგინა რუსეთის 13 მოქალაქეს, გენერალმა მაკმასტერმა განაცხადა, რომ მტკიცებულებები უდავოა. პრეზიდენტმა ტრამპმა თავის მრჩეველს უსაყვედურა, რომ მას დაავიწყდა ეთქვა, რომ რუსეთის ქმედებებს გავლენა არ ჰქონია 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG