Accessibility links

პეკინმა ვაშინგტონს მოუწოდა, მოლაპარაკებით მოაგვარონ სავაჭრო კონფლიქტი


დონალდ ტრამპი და სი ძინპინი. ფლორიდა, 2017 წლის 7 აპრილი

ჩინეთის მთავრობა აპირებს საბაჟო გადასახადი დაუწესოს ზოგიერთ ამერიკულ საქონელს, თუ შეთანხმებას ვერ მიაღწევს შეერთებული შტატების მთავრობასთან. ჩინეთის ვაჭრობის სამინისტროს მიერ 23 მარტს გავრცელებული ინფორმაციით, დაგეგმილია, რომ 25%-იანი საბაჟო გადასახადით დაიბეგრება ამერიკული წარმოების ღორის ხორცი და 15%-ით ხილი, ღვინო და ფოლადის მილები. ამასთან, ჩინეთის მთავრობამ შეერთებული შტატების ადმინისტრაციას მოუწოდა, მოლაპარაკებით მოაგვარონ სავაჭრო კონფლიქტი. 22 მარტს, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას ზოგიერთი სახეობის ჩინური საქონლის საბაჟო გადასახადით დაბეგვრის და აშშ-ში ჩინური ინვესტიციების შემზღუდავი ზომების შემუშავების შესახებ. პრეზიდენტის განკარგულებით, ორ კვირაში უნდა მომზადდეს ჩამონათვალი ჩინური წარმოების იმ პროდუქციისა, რომელზეც საბაჟო გადასახადი გავრცელდება. დონალდ ტრამპმა ზომების მიღება ახსნა ვაჭრობის უსამართლო პრაქტიკით და ჩინეთის მიერ ინტელექტუალური საკუთრების მოპარვით. პრეზიდენტის განცხადებით, საბაჟო გადასახადის დაწესება აშშ-ის ბიუჯეტს შეავსებს 60 მილიარდი დოლარით.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG