Accessibility links

რუსეთში გამოქვეყნდა საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგები


რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოაქვეყნა 18 მარტს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო, ოფიციალური შედეგები. საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ დამტკიცებული შემაჯამებელი ოქმით, რუსეთის მოქმედმა პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხმების 76,69%-ით გაიმარჯვა. მეორე ადგილზე გავიდა კომუნისტური პარტიის კანდიდატი, პაველ გრუდინინი 11,77%-ით და მესამეზე ლიბერალ-დემოკრატების ლიდერი ვლადიმირ ჟირინოვსკი, რომელსაც ხმა მისცა არჩევნებში მონაწილეთა 5,65%-მა. ხმების 1%-ზე მეტი მიიღეს ქსენია სობჩაკმა და გრიგორი იავლინსკიმ და 1%-ზე ნაკლები ბორის ტიტოვმა, მაქსიმ სურაიკინმა და სერგეი ბაბურინმა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG