Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები აკრიტიკებენ "გირგვლიანის შესწორებებს"


სალომე სამადაშვილი
სალომე სამადაშვილი

საქართველოს პარლამენტის ფრაქციის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, პოლიტიკური ნების არსებობაა საჭირო იმისთვის, რომ დასჯილი იყოს კანონდარღვევის ყველა შემთხვევა, მათ შორის სასამართლოზე ზეწოლა და თანამდებობის ბოროტად გამოყენება. სალომე სამადაშვილის შეფასებით, „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული კანონპროექტი, „გირგვლიანის შესწორებები“ რეალურ შედეგს ვერ გამოიღებს, რადგან დღევანდელი ხელისუფლების პირობებში გამოვლენილ, ძალის გადამეტების არაერთ ფაქტზე რეაგირება არ მომხდარა და კვლავ არ არსებობს კანონის აღსრულების პოლიტიკური ნება. „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული კანონპროექტი პოლიტიკურ სპეკულაციად შეაფასა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა „ევროპული საქართველოდან“ ოთარ კახიძემ. „თუ ეს ცვლილება ფარისევლობა არ არის და მართლაც უნდათ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან ჩადენილი დანაშაულის გამოძიება და დასჯა, რატომ არ იძიებენ ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის საქმეს“ - განუცხადა 23 მარტს, ჟურნალისტებს ოთარ კახიძემ. მისივე თქმით, „ევროპული საქართველოსთვის“კატეგორიულად მიუღებელია პოლიტიკური ქულების დასაწერად სანდრო გირგვლიანის სახელის გამოყენება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG