Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მინისტრთა კაბინეტის წევრები წილკანში დაესწრნენ არჩილ ტატუნაშვილის პანაშვიდს


საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი და მთავრობის წევრები იმყოფებოდნენ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წილკანში, სადაც 21 მარტიდან მიმდინარეობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში დაღუპული არჩილ ტატუნაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი. მთავრობის წევრებმა კიდევ ერთხელ მიუსამძიმრეს არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს. 23 მარტს, სასულიერო პირებთან ერთად წილკანში, ტატუნაშვილების სახლში იმყოფებოდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე. 22 მარტს, წილკანში ჩავიდნენ აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან 2016 წლის მაისში მოკლული გიგა ოთხოზორიას ოჯახის წევრები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG