Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რადიო თავისუფლების კორესპონდენტი სექსუალურ შევიწროვებაში ადანაშაულებს ვლადიმირ ჟირინოვსკის


რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების კორესპონდენტი, რენატ დავლეტგილდეევი სექსუალურ შევიწროვებაში ადანაშაულებს რუს ულტრანაციონალისტ პოლიტიკოსს, ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე ვლადიმირ ჟირინოვსკის. დოვლეტგილდეევმა სხვა კაცებსაც მოუწოდა, საჯაროდ განაცხადონ პოლიტიკოსების მხრიდან ასეთი მოპყრობის შესახებ. ჟურნალისტის ბრალდება გავრცელდა მას შემდეგ, რაც რუსეთის პარლამენტის ეთიკის კომისიამ კორექტულად ცნო სახელმწიფო სათათბიროს კიდევ ერთი დეპუტატის, ჟირინოვსკის თანაპარტიელ ლეონიდ სლუცკის მოქმედებები. სლუცკი, სულ ცოტა, სამმა ჟურნალისტმა დაადანაშაულა სექსუალურ შევიწროვებაში. რენატ დოვლეტგილდეევმა ჯერ ფეისბუკში, ხოლო 22 მარტს ტელეარხ „ნასტოიაშჩეე ვრემიასთან“ ინტერვიუში გაიხსენა 2006 წლის ინციდენტი, როცა ჟირინოვსკი უხამსად იქცეოდა მასთან მოკლე ინტერვიუს დროს. 31 წლის ჟურნალისტი მაშინ ინტერნეტგამოცემა გაზეტა.რუ-ს კორესპონდენტი იყო. ის ამბობს, რომ მაშინ საჯაროდ არ ჰქონდა ნათქვამი, რომ ჰომოსექსუალია და ცხვენოდა მომხდარის, არ სურდა ინციდენტის გასაჯაროება. ტელეარხი „ნასტოიაშჩეე ვრემია“ არის მედიაკორპორაცია რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებისა და ამერიკის ხმის ერთობლივი პროექტი. არხის მისიაა, ობიექტურ ინფორმაციასთან გაცნობის შესაძლებლობა მისცეს მთელი მსოფლიოს რუსულენოვან აუდიტორიას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG