Accessibility links

ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ გაათავისუფლა ორი დაკავებული მოქალაქე


ერგნეთი

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ გაათავისუფლა ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით დაკავებული იოსებ გუნდიშვილი და დავით გერკეული. რადიო თავისუფლების კორესპოდნენტის ინფორმაციით, ისინი ქართული პოლიციის წარმომადგენლებს 23 მარტს გადასცეს ერგნეთის საგუშაგოსთან. საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა იოსებ გუნდიშვილი და დავით გერკეული 22 მარტს, სოფელ აძვში მდებარე ეკლესიის მახლობლად დააკავეს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG