Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ემანუელ მაკრონმა „ტერორისტული თავდასხმა“ უწოდა სამხრეთ საფრანგეთში მძევლების აყვანას


საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა სავარაუდო ტერორისტული თავდასხმა უწოდა სამხრეთ საფრანგეთის ქალაქ ტრებში მძევლების აყვანას და განაცხადა, რომ უშიშროების ძალები რეგიონში საგანგებო ზომებს მიმართავენ. ერთი ადამიანი მოკლეს მანქანის მოპარვის მცდელობისას, ხოლო კიდევ ორი კაცი მას შემდეგ, რაც შეიარაღებულმა პირმა პარასკევს მძევლები აიყვანა ტრების სუპერმარკეტში. ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ მართლაც ტერორისტული აქტი ეწყობაო, უთხრა მაკრონმა ჟურნალისტებს ბრიუსელში, ევროკავშირის სამიტის შემდეგ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG