Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხრეთ საფრანგეთში ორი ადამიანი დაიღუპა „ტერორისტული აქტის“ დროს


საფრანგეთის პოლიციის ცნობით, ორი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა სამხრეთ საფრანგეთის ტრებში სროლისა და ამ ქალაქის სუპერმარკეტში მძევლების აყვანის დროს. პრემიერ-მინისტრ ედუარდ ფილიპის განცხადებით, ინციდენტი, რომლის შესახებაც ტულუზის სამხრეთ-აღმოსავლეთით, 100-მდე კილომეტრში მდებარე მომცრო ქალაქიდან იუწყებიან, სავარაუდოდ, „ტერორისტული აქტია“. პოლიციის პრესმდივნის განცხადებით, გრძელდება ოპერაცია სუპერმარკეტში მყოფი თავდამსხმელის შესაპყრობად. შინაგან საქმეთა სამინისტროს წყარომ დაადასტურა მოკლულთა რაოდენობა და დასძინა, რომ დაჭრილია სამი ადამიანი, მათ შორის ერთი მძიმედ. პოლიციის წარმომადგენლის თანახმად, ტრების სუპერმარკეტში მძევლების აყვანამდე, ეჭვმიტანილმა ცეცხლი გაუხსნა პოლიციელებს ახლოს მდებარე ქალაქ კარკასონში. მედიაში გავრცელებული დაუდასტურებელი ცნობებით, თავდამსხმელი აცხადებს, რომ ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოს“ წევრია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG