Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტმა აირჩია საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ორი წევრი


საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი

საქართველოს პარლამენტმა აირჩია საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს 2 წევრი - უმრავლესობის კვოტით ზაზა შათირიშვილი, რომელსაც ხმა მისცა 103-მა დეპუტატმა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს კვოტით ბესიკ ლილუაშვილი, 101 ხმით. საკმარისი ხმები ვერ მიიღო საპარლამენტო უმცირესობის მიერ წარდგენილმა ნინია კაკაბაძემ. მას მხარი დაუჭირა მხოლოდ 11-მა დეპუტატმა, 40 კი წინააღმდეგი იყო. მიუხედავად იმისა, რომ სახალხო დამცველის მიერ წარდგენილმა ზვიად დევდარიანმა კანდიდატურა თავად მოხსნა, მას კენჭი მაინც ეყარა, რადგან პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, ოფიციალური განცხადება კანდიდატურის მოხსნის შესახებ არ მიუღიათ. დევდარიანის კანდიდატურას მხარი მხოლოდ სამმა დეპუტატმა დაუჭირა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობის მიღმა მყოფ დეპუტატებს და სახალხო დამცველს შეუძლიათ ათი დღის ვადაში წარმოადგინონ იგივე, ან სხვა კანდიდატურები. 23 მარტს არჩეული ორი წევრი უფლებამოსილების შესრულებას 18 აპრილიდან დაიწყებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG