Accessibility links

ავღანეთში ერთ-ერთი სტადიონის წინ აფეთქება მოხდა


სულ მცირე 12 კაცი დაიღუპა ტერაქტის შედეგად ავღანეთის ქალაქ ლაშქარ გაჰში. ჰელმანდის პროვინციის დედაქალის სტადიონის შესასვლელთან თვითმკვლელმა მოიერიშემ დანაღმულ ავტომობილში თავი აიფეთქა. დაჭრილია ათობით ადამიანი. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არავის აუღია. აფეთქების ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები და სამხედროები.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG