Accessibility links

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აშშ-ს მადლობა გადაუხადა საქართველოს მხარდაჭერისთვის


გიორგი კვირიკაშვილის და დონალდ ტრამპის შეხვედრა თეთრ სახლში. 2017 წლის 8 მაისი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი განცხადებით გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ საბიუჯეტო კანონის ხელმოწერას. „ამერიკის შეერთებული შტატები 2018 წლის ბიუჯეტის კანონში გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და კრძალავს იმ მთავრობების დაფინანსებას, რომლებმაც აღიარეს რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა. ამასთან, 2018 წლის ბიუჯეტში აშშ ზრდის საქართველოსადმი მხარდაჭერას ‎105 325 000 დოლარამდე“ - ნათქვამია გიორგი კვირიკაშვილის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე 23 მარტს, ღამით გამოქვეყნებულ განცხადებაში. პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ეს არის როგორც აშშ-ის კონგრესის, ისე ადმინისტრაციის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის, ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებისა და შემდგოში კიდევ უფრო აქტიური თანამშრომლობისთვის მზაობის მკაფიო დასტური. გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა აშშ-ის კონგრესს და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას საკანონმდებლო დონეზე დაფიქსირებული კიდევ ერთი მტკიცე მხარდაჭერისათვის.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG