Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი წეროვანში გადაასვენეს


არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი გადაასვენეს წეროვანში, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. არჩილ ტატუნაშვილს დღეს დაკრძალავენ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე. დაკრძალვის ცერემონიას პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრებიან. 22 თებერვალს სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის რეჟიმმა ახალგორში დააკავა საქართველოს სამი მოქალაქე - არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი. 23 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. 26 დღის შემდეგ, 20 მარტს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მეშვეობით, ცხინვალმა არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს გადასცა. ცხედარს სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზა ჩაუტარდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG