Accessibility links

მხარეები საუბრობენ გარკევულ პროგრესზე მაკედონიის სახელთან დაკავშირებით დავაში


მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ნიკოლა დიმიტროვი

საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, ნიკოს კოტციაზის თანახმად, მან და მისმა მაკედონიელმა კოლეგამ, ნიკოლა დიმიტროვმა, მიაღწიეს პროგრესს იუგოსლავიის ყოფილი სახელმწიფოს სახელთან დაკავშირებულ დავაში, რომელიც რამდენიმე ათეული წელი გრძელდება. 23 მარტს საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პირველად ჩავიდა სკოპიეში პირდაპირი რეისით, რაც შესაძლებელი გახდა მას შემდეგ, რაც მაკედონიის ხელისუფლებამ შეუცვალა სახელი სკოპიეს აეროდრომს, რომელიც ალექსანდ დიდის სახელს ატარებდა. ეს იწვევდა დიდ პროტესტს საბერძნეთში, რომელიც ალექსანდ დიდს ძველი საბერძნეთის უდიდეს ისტორიულ მოღვაწედ მიიჩნევს. მიუხედავად იმისა, რომ ალექსანდრე მაკედონელს თავიანთ ისტორიულ მეფედ მიიჩნევენ მაკედონიაში, ხელისუფლება დათმობაზე წავიდა და ქვეყნის მთავარ აეროდრომს უწოდა სკოპიეს საერთაშორისო აეროდრომი. საბერძნეთი ეწინააღმდეგება სახელწოდება „მაკედონიას“ და მიიჩნევს, რომ იუგოსლავიის ყოფილ რესპუბლიკას ბერძნულ სახელწოდებასთან ერთად შესაძლოა გაუჩნდეს ტერიტორიული პრეტენზიები ბერძნულ მიწებზეც.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG