Accessibility links

საქართველოს პრეზიდენტმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა არჩილ ტატუნაშვილი


საქართველოს პრეზიდენტმა არჩილ ტატუნაშვილი სიკვდილის შემდეგ ღირსების ორდენით დააჯილდოვა. გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნულის შესახებ პრეზიდენტმა განცხადება მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე გააკეთა, სადაც არჩილ ტატუნაშვილი 24 მარტს სამხედრო პატივით დაკრძალეს. "ღირსეული სიცოცხლისა და მოწამეობრივი სიკვდილისთვის არჩილ ტატუნაშვილს ღირსების ორდენით ვაჯილდოვებთ", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. საქართველოს ყოფილი ჯარისკაცი, არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ოკუპირებულ ახალგორში გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა. 26 დღის შემდეგ, 20 მარტს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მეშვეობით, ცხინვალმა არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს გადასცა. 22 მარტს ინა დღით საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ, განაცხადა, რომ ტატუნაშვილი მოკლულია. არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვას ფეისბუკის საშუალებით გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც მიიჩნევს, რომ ტატუნაშვილს უნდა მიენიჭოს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG