Accessibility links

ვოლოკოლამსკში გრძელდება აქციები ნაგვის პოლიგონის თაობაზე


აქცია ვოლოკოლამსკში

რუსეთის ქალაქ ვოლკოლამსკის მცხოვრებლები აგრძელებენ საპროტესტო გამოსვლებს ნაგვის პოლიგონის დახურვის მოთხოვნით. მანამდე კვირის დასაწყისში რამდენიმე ათეულმა სკოლის მოსწავლემ მიმართა სამკურნალო დაწესებულებებს ჯანმრთელობის გაუარესების გამო. ვოლოკოლამსკის ექიმები და მცხოვრებლები მიმართვიანობის გახშირებას უკავშირებენ „ნაგვის გაზების“ გამოყოფას „იადროვოს“ პოლიგონზე. ნაგავსაყრელის გამო წარმოქმნილი პრობლემები დამახასიათებელია რუსეთისათვის, სადაც ყველა რეგიონში რეგულარულად ხდება მოსახლეობის მასობრივი მოწამვლა ნაგავსაყრელების გამო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG