Accessibility links

პეტრო პოროშენკომ სპეცსამსახურები შეაქო სავჩენკოსა და სააკაშვილის გამოაშკარავებისათვის


უკრაინის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ სპეცსამსახურების მიერ მიხეილ სააკაშვილისა და ნადეჟდა სავჩენკოს გამოაშკარავება და ბრალის წაყენება „სპეცსამსახურების სახელმძღვანელოებში შეტანას იმსახურებს“. ამის შესახებ პეტრო პოროშენკომ განაცხადა 24 მარტს უკრაინის უშიშროების სამსახურის 26-ე წლისთავისადმი მიძღვნილ დღესასწაულზე. უკრაინის პრეზიდენტმა „ბრწყინვალედ დადასტურებული“ უწოდა უკრაინის ვერხოვნა რადას წინ ორგანიზებული „საპროტესტო ბანაკის“ კავშირს რუსეთში პოლიტიკურ ემიგრაციაში მყოფ პირებთან. გასული წლის დეკემბერში უკრაინის გენერალურმა პროკურორმა, იური ლუცენკომ განცხადა, რომ "ახალ ძალთა მოძრაობის" ლიდერ, მიხეილ სააკაშვილს კავშირი აქვს უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის და ბიზნესმენის, სერგეი კურჩენკოს ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფთან. 8 მარტს კი უკრაინის პროკურატურამ, ვერხოვნა რადას წევრსა და უკრაინის ეროვნულ გმირს, ნადეჟდა სავჩენკოს, ბრალი წაუყენა კონსტიტუციური წყობის დამხობასა და ძალაუფლების ხელში ჩაგდებაში. 23 მარტს კიევის სასამართლომ ნადეჟდა სავჩენკოს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG