Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნავთობის ფასი გაიზარდა დონალდ ტრამპის ბოლოდროინდელი გადაწყვეტილების გამო


გლობალურ საფონდო ბირჟებზე აქციებისა და ნავთობის ფასებზე სერიოზული ზეგავლენა მოახდინა ინვესტორებში გაჩენილმა შიშმა, რაც აშშ-ის პრეზიდენტის ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებებს უკავშირდება. ცოტა ხნის წინ დონალდ ტრამპმა გაზარდა საბაჟო გადასახადი ქვეყანაში იმპორტირებულ ალუმინსა და ფოლადზე, თუმცა პრეზიდენტის გადაწყვეტილება დროებით არ გავრცელდება ვაშინგტონის ევროპელ მოკავშირეებსა და სხვა პარტნიორებზე. საფონდო ბირჟებზე გავლენა მოახდინა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლად ტრამპის მიერ ჯონ ბოლტონის დანიშვნამ, რომელიც მხარს უჭერს სამხედრო მოქმედებებს ირანისა და ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ. 24 მარტს 1,24 დოლარით გაიზარდა და 70,5 დოლარს მიაღწია ბარელი ნედლი ნავთობის ფასმა ლონდონის ბირჟაზე. კვირის ბოლო გამართულ ვაჭრობაზე 2 %-ით გაუფასურდა აშშ-ის ძირითადი საფონდო ინდექსები, ასევე მცირედით დაეცა დოლარის კურსი. ჩინეთმა, რომელიც 1,2 ტრილიონის დოლარის ღირებულების აშშ-ის სახაზინო ობლიგაციებს ფლობს, განაცხადა, რომ არ გამორიცხავს შესაძლებლობას, შეაჩეროს ამერიკული ობლიგაციების შეძენა, როგორც ერთ-ერთი ზომა დონალდ ტრამპის მიერ ფოლადსა და ალუმინზე შემოღებულ საბაჟო გადასახადზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG