Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ნაკრებმა ანგარიშით 4:0 დაამარცხა ლიტვის საფეხბურთო გუნდი


საქართველოს ნაკრებმა დიდი ანგარიშით 4:0 დაამარცხა ლიტვის ეროვნული ნაკრები. ამხანაგური მატჩი 24 მარტს თბილისში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა. საფეხბურთო ასპარეზობა არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნის პატივსაცემად წუთიერი დუმილით დაიწყო. დღევანდელი ამხანაგური მატჩი საქართველოს ნაკრებისათვის ითვლება მოსამზადებელ ეტაპად ერთა ლიგის გათამაშების წინ, რომელიც 2018 წლის სექტემბრიდან იწყება. ერთა ლიგა ესაა უეფას ახალი ტურნირი, რომელშიც 55 ქვეყანა ოთხ ლიგაში განაწილდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG