Accessibility links

ავღანეთის პოლიციის ცნობით სულ მცირე ერთი კაცი დაიღუპა და შვიდი დაიჭრა შიიტური მეჩეთის გარეთ მომხდარი აფეთქების დროს ჰერათის პროვინციის ერთ-ერთ ქალაქში. ადგილობრივი პოლიციის ცნობით ნაბი აკმარის მეჩეთთან 25 მარტს შუა ლოცვის დროს მოხდა სავარაუდოდ თვითმკვლელი ტერორისტის მიერ მოწყობილი თავდასხმა. დაჭრილები სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში. თავდასხმაზე პირველ წუთებში პასუხისმგებლობა არავის აუღია. ჰერათში აფეთქების ფონია 21 მარტს ქაბულში ასევ შიიტური მეჩეთის შესასვლელთან მომხდარი ტერაქტი, რომლის დროსაც 33 კაცი დაიღუპა და რამდენიმე ათეული დაიჭრა. ქაბულის თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ექსტრემისტულმა ორგანიზაცია „ისლამურმა სახელმწიფომ“ იკისრა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG