Accessibility links

მინსკში ათობით აქტივისტი დააკავეს არასანქცირებულ მსვლელობაში მონაწილეობის გამო


მინსკში ათობით სამოქალაქო აქტივისტი დააკავეს იმ დროს, როდესაც ისინი შეიკრიბნენ ბელორუსიის სახალხო რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღესასწაულის მეასე წლისთავისადმი მიძღვნილი „თავისუფლების დღის“ აღსანიშნავად. რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ცნობით მილიციაში გადაყვანილია 70 კაცი. ისინი ემზადებოდნენ არასანქცირებული მსვლელობისათვის, რომლის ინიციატორიც იყო ოპოზიციონერი ნიკოლაი სტატკევიჩი. სხვებთან ერთად ისიც მილიციაში იმყოფება.ბელორუსის ოპოზიციური პარტიები და აქტივისტები ყოველწლიურად აღნიშნავენ „თავისუფლების დღეს“, რომელიც ყოველთვის მთავრდება მასობრივი დაჭერით.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG