Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის პოლიციამ დააკავა კატალონიის დევნილი ლიდერი, კარლეს პუჩდემონი


კარლეს პუჩდემონი
კარლეს პუჩდემონი

დევნილობაში მყოფი კატალონიის ყოფილი ლიდერის ადვოკატის ცნობით, გერმანიის პოლიციამ დააკავა კარელს პუჩდემონი. ამის შესახებ ტვიტერის საშუალებით გაავრცელა ცნობა ჟაუმე ალონზო-კუევილასმა, რომლის თანახმად კარლეს პუჩდემონი პოლიციამ იმ დროს დააკავა, როდესაც დანიის საზღვარი გადალახა და გერმანიაში შევიდა. კატალონიის ყოფილი ლიდერი და მისი ადვოკატი ბრუნდებოდნენ ბელგიაში, სადაც ისინი გასული წლის ოქტომბრიდან იმყოფებიან მას შემდეგ, რაც ესპანეთი დატოვეს დაპატიმრების საფრთხის გამო. კატალონიის არაკანონიერი რეფერენდუმის ჩატარებისა და ესპანეთის ერთიანობის ხელყოფის გამო პუჩდეონს ესპანეთში 25 წლით პატიმრობა ემუქრება. ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ 23 მარტს დაპატიმრების საერთაშორისო ორდერი გასცა კარლეს პუჩდემონზე, რომელიც ფინეთში იმყოფებოდა. საერთაშორისო ძებნააა გამოცხადებული ასევე კატალონიის კიდევ 5 სეპარატისტ ლიდერზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG