Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხორვატიაში გაიმართა მსვლელობა გენდერული ხელშეკრულების წინააღმდეგ


ათასობით ხორვატი გამოვიდა 24 მარტს ქვეყნის დედაქალაქ ზაგრებში იმ საერთაშორისო ხელშეკრულების წინააღმდეგ, რომელიც ქალთა უფლებების დასაცავად ევროკავშირმა მიიღო „სტამბული კონვენციის“ სახელით. აღნიშნული ხელშეკრულება გასულ კვირაში დაამტკიცა ხორვატიის მთავრობამ, მაგრამ ჯერჯერობით არ არის რატიფიცირებული პარლამენტის მიერ. შაბათის საპროტესტო აქციის მონაწილეები შიშობენ, რომ შეთანხმებით დაკანონდება ერთი და იმავე სქესის ადამიანების ქორწინება, რაც ეწინააღმდეგება ეროვნულ ტრადიციებს. იმავე დღეს ხორვატიაში მსვლელობა მოაწყვეს ქალთა უფლებების დამცველებმა. მათი თქმით ხორვატების ორი მესამედი მხარს უჭერს კონვენციის რატიფიკაციას. საპროტესტო აქცია გენდერული შეთანხმების წინააღმდეგ ორგანიზებული იყო კონსერვატიული ოპოზიციისა და კათოლიკური ეკლესიის მიერ. ორივე წინააღმდეგია შეთანხმებისა, რომელსაც, მათი თქმით, შემოაქვს „მესამე სქესის“ ცნება. ოთხმილიონიან ხორვატიაში მოსახლეობის 90 პროცენტი კათოლოკეა, ხოლო ეკლესია დიდ როლს თამაშობს საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG