Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში პატიმრობა შეეფარდა ორ ბრალდებულს სასტუმრო „ლეოგრანდის“ ხანძრის საქმეზე


ბათუმის საქალაქო სასამართლომ ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა სასტუმრო "ლეოგრანდის" საქმეზე ბრალდებულ ორ პირს. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარე, რომელიც აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე სასამართლოს 20-20 ათასი ლარს სთავაზობდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტში გამოძიება ოთხი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა სასტუმრო „ლეოგრანდში“ სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტზე. გასული წლის 24 ნოემბერს სასტუმროში გაჩენილიხანძრის შედეგად დაიღუპა 11 ადამიანი, მათგან ათი საქართველოს, ერთი კი ირანის მოქალაქე. დაშავდა 21 პირი, მათ შორის სამი მაშველი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG