Accessibility links

37-მდე გაიზარდა ხანძრის მსხვერპლი კემეროვოში


რუსული საინფორმაციო სააგენტოების ცნობით 37-მდე გაიზარდა დაღუპულთა რიცხვი რუსეთის ქალაქ კემეროვოს მთავარ სავაჭრო ცენტრში. დაღუპულთა გვამები მაშველებმა აღმოაჩინეს კინოთეატრში შენობის მეოთხე სართულზე, ხანძრის ძირითადი კერის ლიკვიდაციის პროცესში, რაც მრავალი საათის განმავლობაში გრძელდებოდა. იუწყებიან, რომ ახლობლები ეძებენ 60 ადამიანს , რომლებიც ხანძრის გაჩენამდე იმყოფებოდნენ სავაჭრო ცენტრ "ოსენნაია ვიშნიაში". მათ შორის რამდენიმე ათეული, 2-13 წლამდე ასაკის ბავშვია. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით ხანძრის გამომწვევი მიზეზები დგინდება.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG