Accessibility links

50-ს გადააჭარბა კემეროვოში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ


53-მდე გაიზარდა დაღუპულთა რაოდენობა რუსეთის ქალაქ კემეროვოში, სადაც 25 მარტს ხანძარი გაჩნდა სავაჭრო-გასართობ ცენტრში. დაღუპულია სულ მცირე 9 ბავშვი. ამ დრომდე დაკარგულად ითვლება 16 ადამიანი. რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს ინფორმაციით, 47 დაშავებულიდან საავადმყოფოში რჩება 12 და მათგან ორის მდგომარეობა მძიმეა. ხანძრის ჩაქრობას 17 საათზე მეტი დასჭირდა. ხანძრის გამომწვევ მიზეზებს შორის ასახელებენ ელექტროგაყვანილობის სისტემის გაუმართაობას, ცეცხლთან გაუფრთხილებელ მოპყრობას და განზრახ ქმედებას.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG