Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბარსელონაში საპროტესტო აქცია პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა


პოლიციასთან დაპირისპირებულმა დემონსტრანტებმა ბარიკადები აღმართეს. ბარსელონა, 2018 წლის 25 მარტი
პოლიციასთან დაპირისპირებულმა დემონსტრანტებმა ბარიკადები აღმართეს. ბარსელონა, 2018 წლის 25 მარტი

ასზე მეტი ადმიანი დაშავდა ესპანეთის კატალონიის მხარეში დემონსტრანტებსა და პოლიციელებს შორის მომხდარი შეტაკებისას. 25 მარტს, ბარსელონასა და რეგიონის სხვა ქალაქებში გაიმართა მრავალათასიანი აქციები. დემონსტრანტები პროტესტს გამოთქვამდნენ კატალონიის ადგილობრივი მთავრობის ყოფილი მეთაურის, კარლეს პუჩდემონის დაკავების გამო. ესპანეთის ხელისუფლების მიერ ძებნილი პუჩდემონი გერმანიის ტერიტორიაზე დააკავეს. ადვოკატის ინფორმაციით, კარლეს პუჩდემონი ფინეთიდან დანიის გავლით ჩავიდა გერმანიაში, საიდანაც ბელგიაში უნდა დაბრუნებულიყო. კარლეს პუჩდემონის დაკავების გამო, საპროტესტო აქციები გაიმართა ბარსელონაში ევროკავშირის წარმომადგენლობასა და გერმანიის საკონსულოსთან. საპროტესტო აქცია მასობრივ არეულობასა და პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა. ესპანური მედიასაშუალებები სამაშველო სამსახურზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ დაშავდა აქციის 92 მონაწილე და 23 პოლიციელი. სამართალდამცავებმა დააკავეს 4 პირი. ესპანეთის ხელისუფლება კატალონიის ავტონომიური ოლქის მთავრობის ყოფილ მეთაურს, კარლეს პუჩდემონს ამბოხებაში ადანაშაულებს. კატალონიის დამოუკიდებლობის საკითხზე 2017 წლის ოქტომბერში ჩატარებული რეფერენდუმიდან ერთ თვეში ესპანეთის მთავრობამ დაითხოვა რეგიონული მთავრობა და პარლამენტი და სისხლის სამართლის საქმე აღძრა 20-მდე ადგილობრივი პოლიტიკოსის წინააღმდეგ. სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების გამო, კარლეს პუჩდემონი გაიქცა ბელგიაში, სადაც დევნილის სტატუსი მოითხოვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG