Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართველმა სუმოისტებმა მარტის ბაშო დადებითი ბალანსით დაასრულეს


ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ ხუთქულიანი დადებითი ბალანსით დაასრულა 2018 წლის სეზონის მეორე სუპერტურნირი – მარტის ბაშო და სეკივაკეს წოდება შეინარჩუნა. ამასთან, უფრო მაღალ – ოძეკის წოდებაზეც გააკეთა განაცხადი. ტოჩინოშინის საბრძოლო ზედმეტსახელით ცნობილმა გორგაძემ იაპონიის ქალაქ ოსაკაში გამართული შეჯიბრების ბოლო – მე-15 ტურში შედარებით დაბალრეიტინგიანი სეკიტორი – კომუსუბი იჩინოჯო გაიყვანა დოჰიოდან და მე-10 ქულა აიღო.

ტოჩინოშინმა მარტის სუპერტურნირი დაშავებული ფეხით ჩაატარა, მაგრამ თითქმის მთელი შეჯიბრება ლიდერთა შორის ტრიალებდა. ამასთან, რამდენიმე შთამბეჭდავი გამარჯვებაც მოიპოვა. მათ შორის, იოკოძუნა კაკურიუსთან, რომელმაც ბაშო 13 ქულით დაასრულა და „იმპერატორის თასს“ დაეუფლა.

რანგით მეორე ლიგაში - ჯურიოში გამოვიდა გაგამარუდ წოდებული თეიმურაზ ჯუღელი. 200-კილოგრამიანმა ქართველმა სეკიტორიმ ბაშოზე 8 ქულა აიღო და მომავალ - მაისის სუპერტურნირს გაუმჯობესებული პირადი რეიტინგით შეხვდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG