Accessibility links

უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ევროპის ჩემპიონატი გამარჯვებით გახსნეს


საქართველოს 18-წლამდელთა სარაგბო ნაკრები

საქართველოს 18-წლამდელთა სარაგბო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალშია. უმცროსმა ბორჯღალოსნებმა პოლონეთის ქალაქ პოზნანში მიმდინარე ევროპირველობის მეოთხედფინალში ძალიან ადვილად აჯობეს ჰოლანდიას - 11 ლელო გაუტანეს, მხოლოდ 2 გაუშვეს და მოუგეს ანგარიშით - 69:12.

ნახევარფინალი 28 მარტს გაიმართება და საქართველოს ნაკრები დაუპირისპირდება პორტუგალიას, რომელმაც პირველ შეხვედრაში, დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა რუსეთი ანგარიშით - 37:32. მეორე ნახევარფინალში ითამაშებენ საფრანგეთი და ესპანეთი.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG