Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპარლამენტო უმცირესობა არ ცვლის საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვეობის კანდიდატს


ნინია კაკაბაძე
ნინია კაკაბაძე

საქართველოს პარლამენტის უმცირესობამ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად კვლავ ნინია კაკაბაძე წარადგინა. 26 მარტს, პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე, უმცირესობის დეპუტატმა, „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რომ კანონის მოთხოვნაა ოპოზიციას თავისი კვოტით ჰყავდეს წევრი სამეურვეო საბჭოში. ელენე ხოშტარიას თქმით, ნინია კაკაბაძემ შესარჩევი კომისიისგან, აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, ქულების მაქსიმალური რაოდენობა დააგროვა, რაც პარლამენტმა არ გაითვალისწინა 23 მარტს ჩატარებული კენჭისყრისას. “ხელისუფლებამ გადაწყვიტა, პატივი არ სცეს ოპოზიციის კვოტას. აქ საუბარი არ არის ჩვენზე და ნინია კაკაბაძეზე. აქ არის საუბარი დემოკრატიულ პროცედურაზე, რომ ოპოზიციას ჰყავდეს თავისი კანდიდატი” - განაცხადა ელენე ხოშტარიამ. მისი თქმით, საპარლამენტო უმცირესობისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ნინია კაკაბაძის კანდიდატურის ხელახლა წარდგენა. 23 მარტს, საქართველოს პარლამენტმა აირჩია საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს 2 წევრი - უმრავლესობის კვოტით ზაზა შათირიშვილი, რომელსაც ხმა მისცა 103-მა დეპუტატმა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს კვოტით ბესიკ ლილუაშვილი, 101 ხმით. საკმარისი ხმები ვერ მიიღო საპარლამენტო უმცირესობის მიერ წარდგენილმა ნინია კაკაბაძემ. მას მხარი დაუჭირა მხოლოდ 11-მა დეპუტატმა, 40 კი წინააღმდეგი იყო. საპარლამენტო უმრავლესობის მიღმა მყოფ დეპუტატებს უფლება აქვთ პირველი კენჭისყრიდან ათი დღის ვადაში წარადგინონ იგივე, ან სხვა კანდიდატი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG