Accessibility links

ტრამპმა გასცა დავალება აშშ-დან რუსეთის „დაზვერვის ათობით თანამშრომლის“ გაძევების შესახებ


თეთრი სახლის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გასცა დავალება ქვეყნიდან რუსეთის "დაზვერვის ათობით თანამშრომლის“ გაძევებისა და სიეტლში რუსეთის საკონსულოს დახურვის შესახებ. მედიის მონაცემებით, აშშ-ის გადაწყვეტილება ეხება 60-მდე რუსს. იმ პირთა სიაში, რომელთაც აშშ-დან აძევებენ, არის 12 რუსი მზვერავი გაეროში მოსკოვის მისიიდან. 26 მარტს გავრცელდა ასევე ინფორმაცია ევროკავშირის 14 წევრი ქვეყნიდან და უკრაინიდან რუსი დიპლომატების გაძევების თაობაზე. ეს გადაწყვეტილებები მოჰყვა ინგლისის ქალაქ სოლსბერიში ყოფილი რუსი ჯაშუშის, სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლას, რაშიც ბრიტანეთი რუსეთს ადანაშაულებს. მოსკოვი გადაჭრით უარყოფს ბრალდებას. სერგეი და იულია სკრიპალები 4 მარტს მოიწამლნენ სამხედრო დანიშნულების ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით, რის შემდეგაც დღემდე კრიტიკულ მდგომარეობაში არიან. ბრიტანეთმა 23 რუსი დიპლომატი გააძევა, რასაც უკვე მოჰყვა რუსეთის საპასუხო ზომა - 23 ბრიტანელი დიპლომატის გაძევება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG