Accessibility links

პაკისტანში დააკავეს 12 ადამიანი შურისძიების მიზნით გოგოს გაუპატიურებისათვის


პაკისტანი, 2016 ოქტომბერი: ბრინჯის ყანაში მომუშავე ქალები

პაკისტანში დააკავეს 12 ადამიანი, რომელმაც, ბრალდების თანახმად, მამაკაცს დაავალა გოგოს გაუპატიურება, რათა შური ეძია თავისი დის გაუპატიურებისათვის. აღმოსავლეთ პაკისტანში მდებარე დასახლება პირ მაჰალის პოლიციის წარმომადგენლის ცნობით, 12 დაკავებულს შორის არიან სოფლის საბჭოს, ანუ ჯირგის წევრები. პოლიციის წარმომადგენლის თანახმად, პირველი გოგოს გაუპატიურების შემდეგ, ძალადობაში ბრალდებულის, ვასიმ საიდის ოჯახმა პატიება სთხოვა დაზარალებულის ოჯახს და ორი ოჯახი შეთანხმდა, რომ დავას მოაგვარებდა „შურის საძიებელი“ გაუპატიურებით. ეს ნიშნავს, რომ ვასიმ საიდის ოჯახი დათანხმდა საიდის დაზე სექსუალურ ძალადობას. მსგავსი უკანონო ქმედებები, რომელთაც ურდუს ენაზე „უანის“ უწოდებენ, ჯერ კიდევ გავრცელებულია პაკისტანის პროვინციებში, სადაც უთანხმოებებს სოფლის საბჭოები აგვარებენ.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG