Accessibility links

რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში, პოლ რაიანი აქებს დასავლეთის ქვეყნებიდან ათობით რუსი დიპლომატის გაძევებას


აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე პოლ რაიანი აქებს დასავლეთის ქვეყნების გადაწყვეტილებას, ბრიტანეთთან სოლიდარობის ნიშნად, გააძევონ ათობით რუსი დიპლომატი. ეს განცხადება რაიანმა გააკეთა პრაღაში, რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების შტაბბინაში სტუმრობის დროს ჩაწერილ ექსკლუზიურ ინტერვიუში. შეკითხვას, ხომ არ არის ნაჩქარევი რუსი დიპლომატების გაძევების შესახებ აშშ-სა და ევროკავშირის ქვეყნებში მიღებული გადაწყვეტილებები - ნაჩქარევი იმის გათვალისწინებით, რომ ჯერ კიდევ მიმდინარეობს გამოძიება 4 მარტს ბრიტანეთში ყოფილი რუსი ჯაშუშისა და მისი ქალიშვილის მოწამვლასთან დაკავშირებით - რაიანმა უპასუხა, რომ გადაწყვეტილებები სწორ ნაბიჯად მიაჩნია. „ჩემი აზრით, ფანტასტიკურია, რომ სხვა ევროპულმა სახელმწიფოებმაც, მათ შორის აქ, ჩეხეთის რესპუბლიკამაც, მიბაძეს ამ მაგალითს“, განაცხადა პოლ რაიანმა. მასთან ინტერვიუს ჩაწერამდე საათზე ნაკლები ხნით ადრე აშშ-დან გავრცელდა ცნობა, რომ ამ ქვეყნიდან აძევებენ 60 რუს დიპლომატს და ხურავენ სიეტლში რუსეთის საკონსულოს. ამავე დროს გავრცელდა ინფორმაცია ევროკავშირის წევრი 14 ქვეყნიდან რუსი დიპლომატების გაძევების შესახებ.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG