Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კემეროვოში მოითხოვენ ადგილობრივი ხელისუფლების გადადგომას


საპროტესტო აქცია გაიმართა რუსეთის ქალაქ კემეროვოში, სადაც ოფიციალური მონაცემებით, 64 ადამიანი დაიღუპა სავაჭრო-გასართობ ცენტრში 25 მარტს გაჩენილი ხანძრის შედეგად. საოლქო ადმინისტრაციასთან მიტინგზე შეკრებილი მოქალაქეები ხელისუფლებისგან მოითხოვდნენ სიმართლის დადგენას. აქციის მონაწილეები ეჭვს გამოთქვამდნენ, რომ დაღუპულია გაცილებით მეტი ადამიანი და ხელისუფლება ამას მალავს. ისინი უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ სამაშველო სამსახურების მუშაობის გამო და მოითხოვდნენ კემეროვოს მერის და ოლქის გუბერნატორის გადადგომას და ობიექტურ გამოძიებას. მიტინგის მონაწილეებს შეხვდა კემეროვოს მერი ილია სერედიუკი. მან აქციის მონაწილეებს შესთავაზა შექმნან ნდობით აღჭურვილი პირების ჯგუფი, რომელიც სავაჭრო-გასართობი ცენტრის დამწვარ შენობას და მორგს დაათვალიერებს იმაში დასარწმუნებლად, თუ რამდენი ადამიანია დაღუპული. 27 მარტს დილით, კემეროვოში ჩავიდა რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი. მან ხანძრით განადგურებულ შენობასთან ყვავილები მიიტანა, სავაჭრო ცენტრის ფასადი დაათვალიერა და განაცხადა, რომ ტრაგედიის მიზეზი დანაშაულებრივი გულგრილობაა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG