Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუს დიპლომატებს ავსტრალიაც აძევებს


მალკოლმ ტერნბული
მალკოლმ ტერნბული

ავსტრალია შეუერთდა მსოფლიოს იმ სახელმწიფოებს, რომლებმაც რუსი დიპლომატების გაძევება გადაწყვიტეს დიდ ბრიტანეთში, რუსეთის სამხედრო დაზვერვის ყოფილი პოლკოვნიკის, სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის მოწამვლის გამო. 27 მარტს, ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა, მალკოლმ ტერნბულმა გამოაცხადა, რომ სტატუსთან შეუსაბამო ქმედებებისთვის ქვეყნის ტერიტორიიდან გააძევებენ ორ რუს დიპლომატს, რომლებიც იდენტიფიცირებულნი არიან როგორც მზვერავები. ტერნბულის თქმით, დიდ ბრიტანეთთან და სხვა მოკავშირებთან ერთად, ავსტრალია მიმართავს საპასუხო ზომებს ქალაქ სოლსბერიში მომხდარი თავდასხმის გამო. 26 მარტს, რუსი დიპლომატების გაძევების გადაწყვეტილება მიიღეს აშშ-მა, ევროკავშირის 14-მა ქვეყანამ, კანადამ, ნორვეგიამ, ალბანეთმა და უკრაინამ. მანამდე 23 რუსი დიპლომატი გააძევა დიდი ბრიტანეთის მთავრობამ, რომელიც მოსკოვს აკისრებს პასუხისმგებლობას რუსეთის სამხედრო დაზვერვის მთავარი სამმართველოს ყოფილი პოლკოვნიკის, ბრიტანული სპეცსამსახურების აგენტის, სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის, იულიას მოწამვლაზე, ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერების, „ნოვიჩოკ“-ის გამოყენებით. რუსეთის ხელისუფლებამ, რომელიც სკრიპალის მოწამვლასთან კავშირს უარყოფს, 26 მარტს პროტესტი გამოთქვა მსოფლიოს ოცამდე ქვეყნიდან რუსი დიპლომატების გაძევების გამო და განაცხადა, რომ „არამეგობრულ ნაბიჯს“ ადეკვატური ზომებით უპასუხებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG