Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსული მედიის ცნობით, კემეროვოში დაღუპული ტატიანა დარსალია ბავშვების გადარჩენას ცდილობდა


ხანძარი სავაჭრო ცენტრში. კემეროვო, 2018 წლის 26 მარტი.
ხანძარი სავაჭრო ცენტრში. კემეროვო, 2018 წლის 26 მარტი.

რუსეთის ქალაქ კემეროვოში, სავაჭრო-გასართობ ცენტრში ხანძრის შედეგად დაღუპულთა შორისაა 1980 წელს დაბადებული ტატიანა დარსალია. ის კემეროვოს მე-17 გიმნაზიაში ასწავლიდა ინგლისურ და გერმანულ ენებს. რუსული ინტერნეტმედიის ინფორმაციით, ტატიანა დარსალია სავაჭრო-გასართობ ცენტრში ქალიშვილთან, 14 წლის ელეონორა დარსალიასთან ერთად იმყოფებოდა, ხანძრის დროს შვილი გარეთ გაიყვანა, თავად კი სხვა ბავშვების გადასარჩენად დაბრუნდა შენობაში, სადაც დაიღუპა კიდეც. „ვამაყობ, რომ ის ჩემი დედაა. დაიღუპა როგორც გმირი, თავის წინ გაუშვა ბავშვები და სხვანაირად მოქცევა არც შეეძლო“, - წერს სოციალურ ქსელში ელეონორა დარსალია. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ტატიანა დარსალია საქართველოს მოქალაქე არ იყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG