Accessibility links

პოლონეთის პრეზიდენტი საქართველოში ტრანზიტული ვიზიტით იმყოფებოდა


ანჯეი დუდა და გიორგი მარგველაშვილი. თბილისის აეროპორტი, 2018 წლის 27 მარტი

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა საქართველოს და პოლონეთის პრეზიდენტების, გიორგი მარგველაშვილის და ანჯეი დუდას შეხვედრა. საქართველოს პრეზიდენტის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე 27 მარტს გამოქვეყნებული ინფორმაციით, პოლონეთის პრეზიდენტი ავღანეთიდან დაბრუნების შემდეგ თბილისში ტრანზიტული ვიზიტით იმყოფებოდა. გიორგი მარგველაშვილმა და ანჯეი დუდამ ისაუბრეს საქართველო-პოლონეთის ურთიერთობებზე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე, შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებსა და ნატოს მომავალ სამიტზე. პრეზიდენტებმა ისაუბრეს 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისთვის პრეზიდენტ დუდას შესაძლო ვიზიტზეც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG