Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში ეროვნული გლოვა გამოცხადდა


ხანძრის შედეგად დაღუპულთა ახლობლები კემეროვოს ცენტრში შეიკრიბნენ. 2018 წლის 27 მარტი
ხანძრის შედეგად დაღუპულთა ახლობლები კემეროვოს ცენტრში შეიკრიბნენ. 2018 წლის 27 მარტი

რუსეთის პრეზიდენტმა 28 მარტი გლოვის დღედ გამოაცხადა კემეროვოში, ხანძრის შედეგად 64 ადამიანის დაღუპვის გამო. პუტინმა შესაბამის განკარგულებას ხელი 27 მარტს მოაწერა. მანამდე გლოვა გამოაცხადა რუსეთის 8 რეგიონმა. დაღუპულების ნათესავები, სოციალური ქსელების მომხმარებლები და ზოგიერთი მედიასაშუალება რუსეთის ხელისუფლებას აკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ ეროვნული გლოვა არ გამოაცხადა 26 მარტს, როცა უკვე ცნობილი იყო ტრაგედიის მასშტაბი. კემეროვოს სავაჭრო-გასართობ ცენტრში ხანძარი 25 მარტს გაჩნდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG