Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტოლტენბერგმა აკრედიტაცია გაუუქმა ნატოში რუსეთის მისიის შვიდ თანამშრომელს


ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, აკრედიტაცია გაუუქმეს ალიანსში რუსეთის მისიის შვიდ თანამშრომელს. გადაწყვეტილების მიზეზად სახელდება ბრიტანეთში ყოფილი რუსი ჯაშუშისა და მისი ქალიშვილის მოწამვლა, რაც სტოლტენბერგმა მოიხსენია „საერთაშორისო ნორმების თავხედურ დარღვევად“. სტოლტენბერგის განმარტებით, მან 20-მდე შეამცირა ნატოში რუსეთის თანამშრომელთა რაოდენობა. 4 მარტს ინგლისის ქალაქ სოლსბერიში ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით მოწამლეს სერგეი სკრიპალი და მისი 33 წლის ქალიშვილი, იულია. ორივეს მდგომარეობა კვლავინდებურად კრიტიკულია. ბრიტანეთი რუსეთის ხელმძღვანელობას აკისრებს პასუხისმგებლობას მკვლელობის მიზნით საბჭოთა პერიოდში შექმნილი მომწამვლელი ნივთიერების, „ნოვიჩოკის“ გამოყენებაზე. რუსეთი ბრალდებას უარყოფს. 23 მარტს ევროკავშირმა საერთო განცხადებით დაგმო თავდასხმა და აღნიშნა, რომ „დიდი ალბათობით“, პასუხისმგებლობა მოსკოვზეა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG