Accessibility links

ბრიტანეთი აქებს მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან რუსი დიპლომატების გაძევებას


ბრიტანეთი აქებს და „შემობრუნების წერტილს“ უწოდებს მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან სავარაუდო რუსი ჯაშუშების გაძევებას მაშინ, როცა რუსეთი ამ პროცესს მოიხსენიებს შეერთებული შტატებიდან „კოლოსალური ზეწოლის“ შედეგად. უცხოეთიდან რუსეთის მისიების თანამშრომელთა კოორდინირებული გაძევება არის პასუხი ყოფილი რუსი ჯაშუშის, სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლაზე. ისინი კვლავაც კრიტიკულ მდგომარეობაში არიან 4 მარტს ინგლისის ქალაქ სოლსბერიში ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით მოწამვლის შემდეგ. 26 მარტს, სულ ცოტა, 116 რუსი დიპლომატი გააძევეს მსოფლიოს 22 ქვეყნიდან. 27 მარტს მათ ირლანდია დაემატა, ხოლო ნატომ გამოაცხადა, რომ აკრედიტაციას უუქმებს ალიანსში რუსეთის მისიის შვიდ თანამშრომელს. „აქამდე არასოდეს გაუძევებია ამდენ ქვეყანას რუსი დიპლომატები“, წერს გაზეთ „ტაიმსში“ ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ბორის ჯონსონი. მისი აზრით, რუსეთის დაზვერვამ მძიმე დარტყმა მიიღო. ხოლო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ვაშინგტონი დაადანაშაულა მოკავშირეებზე „კოლოსალურ“ ზეწოლაში რუსი დიპლომატების გასაძევებლად, რასაც მოსკოვი, ლავროვის თქმით, სათანადო ზომებით უპასუხებს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG