Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კემეროვოში ხანძრის შემდეგ დაკარგულად ითვლება 38 ადამიანი, მათ შორის 20-ზე მეტი ბავშვი


რუსეთის ქალაქ კემეროვოს სავაჭრო ცენტრში ხანძრის შემდეგ დაკარგულად ითვლება 38 ადამიანი, მათ შორის 20-ზე მეტი ბავშვი. ამის შესახებ ნათქვამია ქალაქის ადმინისტრაციის საიტზე გამოქვეყნებულ ცნობაში. მანამდე გავრცელებული ცნობებით, დაიღუპა 64 ადამიანი, ხოლო საინიციატივო ჯგუფის წევრებმა შეადგინეს თავიანთი სია, რომელშიც შეყვანილი არიან დაღუპულები და დაკარგულები, სულ 85 ადამიანი. საინფორმაციო სააგენტო "ინტერფაქსის" ცნობით, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა განაცხადა, რომ მიღებული აქვს შეტყობინებები 67 ადამიანის დაკარგვის შესახებ. ამავე უწყების თანახმად, სავაჭრო ცენტრი ექსპლუატაციაში შევიდა საგანგებო მდგომარეობათა სამინისტროსთან შეთანხმების გარეშე. კემეროვოს სავაჭრო ცენტრში 25 მარტს გაჩნდა ხანძარი. 27 მარტს ციმბირის ამ ქალაქში ათასობით ადამიანი მონაწილეობდა საპროტესტო აქციაში, რომლის დროსაც რეგიონის მთავრობის გადადგომა, აგრეთვე პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრა მოითხოვეს. იმავე დღეს კემეროვოში ჩავიდა პუტინი, რომელმაც პირობა დადო, რომ დამნაშავეები დაისჯებიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG