Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეთნიკური სერბები აპროტესტებენ კოსოვოდან სერბი ოფიციალური პირის გაძევებას


კოსოვო 2018 წლის 26 მარტი: კოსოვოელ სამართალდამცველებს პრიშტინაში პოლიციის განყოფილებაში მიჰყავთ მაღალი რანგის სერბი ოფიციალური პირი, მარკო ჯურიჩი
კოსოვო 2018 წლის 26 მარტი: კოსოვოელ სამართალდამცველებს პრიშტინაში პოლიციის განყოფილებაში მიჰყავთ მაღალი რანგის სერბი ოფიციალური პირი, მარკო ჯურიჩი

ეთნიკურმა სერბებმა კოსოვოს მთავრობა დატოვეს მაღალი რანგის სერბი ოფიციალური პირის გაძევების წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად და გზა გადაკეტეს ჩრდილოეთ კოსოვოში. სერბთა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელმა პოლიტიკოსებმა 27 მარტს ბელგრადში სერბიის პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩთან შეხვედრის შემდეგ გამოაცხადეს, რომ აღარ იმუშავებენ კოსოვოს მთავრობაში. წინა დღეს მარკო ჯურიჩი, რომელიც სერბიის მთავრობაში კოსოვოს საკითხთა უწყებას ხელმძღვანელობს, ცოტა ხნით დააკავეს კოსოვოს ქალაქ მიტროვიცაში. ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, რომ ის უკანონოდ ჩავიდა კოსოვოში. ის ჯერ პრიშტინაში გადაიყვანეს, შემდეგ კი კოსოვოდან გააძევეს. პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა ჯურიჩის დაკავების გასაპროტესტებლად შეკრებილი ეთნიკური სერბების წინააღმდეგ. ინციდენტმა გაამწვავა უთანხმოება სერბიასა და მის ყოფილ პროვინციას შორის. კოსოვომ 2008 წელს გამოაცხადა დამოუკიდებლობა, რომელსაც უკვე 100-ზე მეტი ქვეყანა ცნობს, მაგრამ არ აღიარებს თვითონ სერბია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG