Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში გლოვობენ კემეროვოში ხანძრის შედეგად დაღუპულებს


რუსეთის ქალაქებში გაიმართა აქციები, რომლებზეც იგლოვეს ქალაქ კემეროვოს სავაჭრო ცენტრში 25 მარტს გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულები. ოფიციალური ინფორმაციით, დაიღუპა 64 ადამიანი, მაგრამ ჯერ კიდევ დაკარგულად ითვლება 30-ზე მეტი, უმეტესწილად ბავშვები. მოსკოვში, პუშკინის მოედანზე სპონტანურად შეიკრიბნენ აქციაზე, რომელშიც - თბილისის დროით, 21 საათის მონაცემებით - ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. ღონისძიება არ შეუთანხმებიათ მერიასთან, მაგრამ ქალაქის ხელმძღვანელობამ პირობა დადო, რომ არ დაშლიდა მდუმარე აქციას. ოფიციალური გლოვის აქცია, რომელიც მოსკოვის მერიამ მოაწყო, მანეჟის მოედანზე ჩატარდა. დანარჩენ ქალაქებს შორის, სადაც ხალხი შეიკრიბა, არიან სარატოვი, კურსკი, სტავროპოლი, ყაზანი, ნოვოსიბირსკი. მსოფლიოს მრავალი ქვეყანა გამოთქვამს მწუხარებას კემეროვაში მომხდარის გამო და უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG