Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერთი წელი შესრულდა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის დაწყებიდან


28 მარტს ერთი წელი შესრულდა ევროკავშირთან ლიბერალური სავიზო რეჟიმის ამოქმედებიდან. ერთი წელია საქართველოს მოქალაქეები სარგებლობენ უფლებით 180 დღის განმავლობაში მაქსიმუმ 90 დღით, უვიზოდ იმოგზაურონ ევროკავშირის შენგენის ზონის ქვეყნებში. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ერთი წლის განმავლობაში ევროკავშირის შენგენის ზონას უვიზოდ 258 663-ჯერ სტუმრობდა საქართველოს 192 453 მოქალაქე. შსს-ს ცნობითვე, ერთი წლის განმავლობაში, საზღვრის გადაკვეთაზე უარი ეთქვა 1001 მოქალაქეს. ამასთან, ბოლო ხანს ევროკავშირის ზოგიერთმა სახელმწიფომ, მათ შორის გერმანიამ და შვედეთმა გამოთქვეს შეშფოთება სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შემდეგ საქართველოდან თავშესაფრის მთხოვნელთა რაოდენობის გაზრდის გამო. თუმცა, ამ ეტაპზე არ დგას უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი. საქართველომ და ევროკავშირმა სავიზო ლიბერალიზაციის საკითხზე მოლაპარაკება 2012 წლის ივნისში დაიწყეს. 2013 წლის თებერვალში ევროკავშირმა საქართველოს გადასცა სამოქმედო გეგმა, რომელიც მოიცავდა სავიზო ლიბერალიზაციისთვის აუცილებლად შესასრულებელ პირობებს. 2017 წლის პირველ მარტს ევროპარლამენტის და ევროკავშირის საბჭოს ხელმძღვანელებმა ბრიუსელში მოაწერეს ხელი დოკუმენტს შენგენის ზონის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეთა უვიზო მიმოსვლის შესახებ, რომელიც ძალაში შევიდა 2017 წლის 28 მარტიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG