Accessibility links

რუსეთი დიდი ბრიტანეთისგან ითხოვს იულია სკრიპალის მოწამვლის გამოძიების მასალებს


იულია სკრიპალი

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა 29 მარტს განაცხადა, რომ გენერალურ პროკურატურას დიდი ბრიტანეთის კომპეტენტურ ორგანოებში გასაგზავნად გადასცა მიმართვა სამართლებრივი დახმარების შესახებ, რუსეთის მოქალაქის, იულია სკრიპალის მკვლელობის მცდელობის საქმეზე. საგამოძიებო კომიტეტის განცხადებითვე, სისხლის სამართლის საქმე აღძრულია რუსეთის მოქალაქის მკვლელობის მიზნით განხორციელებულ თავდასხმაზე, რომელიც საშიში მეთოდითაა ჩადენილი გაერთიანებული სამეფოს ქალაქ სოლსბერის ტერიტორიაზე. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი ბრიტანელი კოლეგებისგან ითხოვს რამდენიმე საპროცესო მოქმედების ჩატარებას დანაშაულის გარემოებების დასადგენად და საქმის მასალების ასლებს, მათ შორის, შემთხვევის ადგილის დათვალიერების, სამედიცინო გამოკვლვის და ექსპერტიზის შედეგების ასლებს. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებითვე, მზად არის დიდი ბრიტანეთის კომპეტენტურ ორგანოებთან შემდგომი თანამშრომლობისთვის იულია სკრიპალზე თავდასხმის გამოსაძიებლად. დიდი ბრიტანეთის მთავრობა რუსეთს ადანაშაულებს ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერების გამოყენებით იულია სკრიპალის და მისი მამის, რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამმართველოს ყოფილი პოლკოვნიკის, სერგეი სკრიპალის მკვლელობის მცდელობაში.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG